მიხეილ სარჯველაძე - პოლიტიკური თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ დალპა, იქ ჯანმრთელი ქსოვილები აღარ დარჩა

პოლიტიკური თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა" დალპა, იქ ჯანმრთელი ქსოვილები აღარ დარჩა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეუთანხმებლობა და ურთიერთავდასხმები "ნაციონალურ მოძრაობაში" კანონზომიერია.

"არ მიყვარს ხოლმე ასეთი ტერმინებით საუბარი, მაგრამ ყველაზე კარგად ასახავს მდგომარეობას, რაც ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში" - პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ორგანიზაცია დალპა. დალპა ნიშნავს იმას, რომ იქ უბრალოდ ჯანმრთელი ქსოვილები აღარ ვითარდება. ბუნებრივია, ყოველი შემდგომი გაღრმავება კონფრონტაციის კანონზომიერია: ურთიერთ თავდასხმები, შეუთანხმებლობა. როცა არჩევნების პერიოდი იყო ამ პარტიაში ვთქვით, რომ შეუძლებელია იგივე ფორმით, შემადგენლობით განაგრძოს ფუნქციონირება. იყო მცდელობა მათი მხრიდან და განცხადებები, რომ "ვრჩებით პარტიაში, ასე გავაგრძელებთ". გამორიცხულია ეს, ჯანმრთელი ქსოვილები აღარ დარჩა იქ, ეს აბსოლუტურად ლოგიკური დასასრულია ამ ორგანიზაციის,"- განაცხადა სარჯველაძემ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში