კელი დეგნანი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე - შეწყალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისაღებია

რა თქმა უნდა, შეწყალების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისაღებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ის ითვალისწინებს ყველა ასეთ თხოვნას, მათ შორის ჰელსინკის კომისიის თხოვნას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც, ჰელსინკის კომისიამ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა.

„ჰელსინკის კომისია ძალიან პატივსაცემი ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს მანდატი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან, რომ მონიტორინგი გაუწიოს ადამიანთა უფლებებს, მათ შორის მედიის თავისუფლებას, მთელ მსოფლიოში. ამ ორგანიზაციამ, ისევე როგორც ბევრმა სხვამ და საელჩომ, გარკვევით განაცხადა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების შესახებ, მათ შორის ბრალდებაზე, ბრალის წაყენების დროსა და შესაბამისად, მსჯავრის და გადაწყვეტილების თაობაზე. ასე რომ, ეს არის წერილი ორგანიზაციისგან, რომელიც დიდი ხანია საქართველოს მეგობარი, მისი დემოკრატიული განვითარების და ევროპული ინტეგრაციისკენ პროგრესის მხარდამჭერია. რა თქმა უნდა, შეწყალების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისაღებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ის ითვალისწინებს ყველა ასეთ თხოვნას, მათ შორის ჰელსინკის კომისიის თხოვნას“, - აღნიშნა ელჩმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი