შალვა პაპუაშვილი ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისლანდიის პარლამენტის - ალთინგის თავმჯდომარეს, ბირგირ ორმანსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეები ბოლო წლების განმავლობაში საქართველო-ისლანდიის ურთიერთობების გააქტიურებას მიესალმნენ.

„ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. ამ კუთხით, აღინიშნა, რომ მ/წ შემოდგომაზე დღის წესრიგში დგას ისლანდიის პრეზიდენტ გუთნი იოჰანესონის ვიზიტი საქართველოში.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ნატოში ინტეგრაციის გზაზე და განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და, ამ საკითხზე, ისლანდიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო რუსეთის ომს უკრაინაში და მის ზეგავლენას საქართველოზე.

ბირგირ ორმანსონმა გამოხატა ისლანდიის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციისადმი და, ასევე, გაუზიარა შალვა პაპუაშვილს ისლანდიის, როგორც ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი ქვეყნის, ევროკავშირთან ურთიერთობის გამოცდილება.

მხარეები შეთანხმდნენ საპარლამენტო კავშირების გააქტიურებაზე.

შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩეხეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სადაც შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას იღებენ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში