შალვა პაპუაშვილი - იმედი მაქვს, ამ ჯერზე ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს დააყენებს იმავე პოზიციაზე, სადაც დღეს არის უკრაინა და მოლდოვა

იმედი მაქვს, ამ ჯერზე ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს დააყენებს იმავე პოზიციაზე, სადაც დღეს არის უკრაინა და მოლდოვა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება დამსახურებაზე იყო დაფუძნებული, იმ მიღწევებზე, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანას აქვს.

„ევროპელ პარტნიორებთან საუბრების დროს ხაზს ვუსვამთ და ხშირ შემთხვევაში, სწორედ აქ გვაქვს ურთიერთგაგება, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული, იმ მიღწევებზე, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანას აქვს.

სამწუხაროდ, კითხვარზე იანვარში გამოქვეყნებულმა შეფასებამ გვაჩვენა, რომ შარშან, ივნისში საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება სამართლიანი არ იყო.

იმედი მაქვს, ამ ჯერზე ევროკავშირი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს დააყენებს იმავე პოზიციაზე, სადაც დღეს არის უკრაინა და მოლდოვა.

ამას ბევრი მხრივ აქვს მნიშვნელობა. ერთი იმიტომ, რომ შენარჩუნებული იყოს ტრიო, რომელიც არსებობს მოლდოვა, უკრაინა, საქართველოს სახით, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით არის არა მხოლოდ ერთ ქვეყანასთან, საქართველოსთან მიმართებით გადაწყვეტილება, არამედ ეს არის ევროკავშირის პოზიცია რეგიონის მიმართ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა ხელახლა გაიაზროს საკუთარი გეოპოლიტიკური როლი რეგიონში. გააცნობიეროს, რომ საქართველოსთვის პასუხი ამავე დროს, ნიშნავს პოზიციას რეგიონთან დაკავშირებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან ევროკავშირის პარლამენტების სპიკერების ყოველწლიური კონფერენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ კონფერენციის თემატიკა, რომელიც ეხება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს და დემოკრატიზაციის პროცესს მსოფლიოში.

„ასეთი კონფერენციები იძლევა შესაძლებლობას, ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართოს კოლეგებთან. ჩვენ შეხვედრები გვექნება საფრანგეთის, ისლანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარეებთან, სადაც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გვექნება საუბარი. მნიშვნელოვანია ამ კონფერენციის თემატიკა, რომელიც ეხება ერთი მხრივ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს და ასევე დემოკრატიზაციის პროცესს მსოფლიოში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა