შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია ზუსტად იმავე მდინარეში შედის, სადაც 2020 წელს შევიდა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებად გაფორმდნენ - საგამოძიებო კომისიის საკითხი ამ პარტიის სატელიტური ორგანიზაციების მიერ განვითარებული პროცესია

ოპოზიცია დღეს ზუსტად იმავე მდინარეში შედის, სადაც 2020 წელს შევიდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებად გაფორმდნენ - ეს საგამოძიებო კომისიის საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტური ორგანიზაციების მიერ განვითარებული პროცესია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართო სისტემასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია სხვა არაფერია თუ არა კონფრონტაციის, პოლარიზაციის, რადიკალიზაციის ინსტრუმენტი.

„ეს არის ჩვენი ოპოზიციის სამწუხარო სურათი. მე ვიმყოფები ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე. იცით, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს ვიზიტი ბრიუსელში. იცით, რომ ჩვენი დელეგაცია არის ევროსაბჭოში. ამით არის დაკავებული დღეს ხელისუფლება, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით წინსვლა ჰქონდეს. საპირისპიროდ, რას აკეთებს ოპოზიცია? ოპოზიცია ყოველ დღე ფიქრობს ინსტრუმენტებზე, კონფრონტაციისკენ პარლამენტში და სწორედ ეს საგამოძიებო კომისია, რა თქმა უნდა, სხვა არაფერია თუ არა ინსტრუმენტი კონფრონტაციის, პოლარიზაციის, რადიკალიზაციის. ეს არის, რასაც ისინი, საერთო ჯამში, ბოლო ერთი წელია აკეთებენ ისედაც, მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გააკეთა. საქართველოს ხელისუფლების განაცხადისთანავე, სწორედ კონფრონტაციისკენ მიჰყავდათ ყველაფერი.

ვინაიდან ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ახლა ცდილობს ოპოზიცია გამოიყენოს იმისთვის, რომ იყოს მეტი კონფრონტაცია, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს. ამავე დროს, ეს პროცესი გვაჩვენებს ჩვენი ოპოზიციის კიდევ ერთ სავალალო მდგომარეობას, რომ ჩვენ ახლა ვუყურებთ იმას, რაც ხდებოდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც თითქოსდა მრავალფეროვანმა ოპოზიციამ გვაჩვენა, რომ ისინი სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ მოქმედი გაერთიანებები არიან. ახლაც ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებულ მაშინდელ ოპოზიციას. დღეს ზუსტად იმავე მდინარეში შედიან, სადაც შევიდნენ 2020 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებად გაფორმდნენ. ახლაც ჩვენ ვუყურებთ, რომ ეს პროცესი საგამოძიებო კომისიისა, არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტური ორგანიზაციების მიერ განვითარებული პროცესი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა