შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, რომ საგამოძიებო კომისიების სპონტანური ახალი ტალღა არის

ვხედავთ, რომ საგამოძიებო კომისიების სპონტანური ახალი ტალღა არის. 5 საგამოძიებო კომისია დააინიცირეს შარშან, სხვადასხვა დროს და ვერც ერთზე რაიმე არგუმენტი განხილვაზეც არ მოუტანიათ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას გამოეხმაურა საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს შეისწავლის.

„ვხედავთ, რომ საგამოძიებო კომისიების სპონტანური ახალი ტალღა არის. 5 საგამოძიებო კომისია დააინიცირეს შარშან, სხვადასხვა დროს და ვერც ერთზე რაიმე არგუმენტი განხილვაზეც არ მოუტანიათ. ახლაც ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რომლის მიზანია კონფრონტაცია, პოლარიზაცია და საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის ხელის შეშლა. ნებისმიერი ასეთი იდეა სინამდვილეში მიზნად ისახავს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გაუარესებას“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე დავით კეზერაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს ნებისმიერი ის ქვეყანა, რომელიც დავით კეზერაშვილს იფარავს.

„თავი რომ დავანებოთ "ქოლ - ცენტრების" და BBC-ის რეპორტაჟს, მთავარია, რომ არსებობს განაჩენი დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ. მან 5 წელი უნდა მოიხადოს ქართულ ციხეში. ყოველი დღე, როდესაც მას აქვს მფარველობა და არ გადმოსცემენ საქართველოს, ეს არის ყოველი დღე, როდესაც ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს ნებისმიერი ის ქვეყანა, რომელიც იფარავს დავით კეზერაშვილს. მთავარია, რომ მისი განაჩენი აღსრულდეს“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი