შალვა პაპუაშვილი - მცდელობებია, რომ დააკნინონ ის მორალური და სამართლებრივი განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა, ქართულმა და საერთაშორისო მართლმსაჯულებამ გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“

გირგვლიანის საქმეზე საზოგადოებამ და სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა როგორც სამართლებრივი, ისე მორალური განაჩენი მაშინდელი ხელისუფლების მიმართ და ამას ვერაფერი შეცვლის - მცდელობებია, დააკნინონ ის მორალური და სამართლებრივი განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო მართლმსაჯულებამ გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით, ის საქართველოს პარლამენტის წევრის, შალვა შავგულიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა: „მაჩალიკაშვილის საქმე რით არ არის უფრო უარესი, ვიდრე გირგვლიანის საქმე იყო“.

„რთულია, ასეთი შეფასებების კომენტირება. ვფიქრობ, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, მთელმა საზოგადოებამ და არა მხოლოდ საზოგადოებამ, სტრასბურგის სასამართლომაც გამოიტანა როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური განაჩენი მაშინდელი ხელისუფლების მიმართ და ამას ვერაფერი შეცვლის.

ეს არის ნაწილი იმ სამწუხარო ისტორიისა, რომელიც საქართველოს ჰქონდა, როდესაც რეჟიმი იყო დამყარებული ადამიანების ჩაგვრაზე, იმაზე, რომ ადამიანი არაფრად ითვლებოდა. სწორედ ეს თქვა სტრასბურგის სასამართლომაც და ეს თქვა ქართველმა ხალხმაც, როდესაც 2012 წელს პოლიტიკური პასუხი გასცა მაშინდელ რეჟიმს.

ამიტომ, რა თქმა უნდა, მცდელობები არის ახლა, რომ დააკნინონ ის მორალური და სამართლებრივი განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა, ქართულმა და საერთაშორისო მართლმსაჯულებამ გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ „იმედის კვირასთან“ თემირლან მაჩალიკაშვილის და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე საუბრისას აღნიშნა, რომ გირგვლიანის საქმეზე რესტორანში მოხდა კონფლიქტი, ხოლო მაჩალიკაშვილის შემთხვევაში კონფლიქტი არ მომხდარა.

„მაჩალიკაშვილის საქმეზე, მოდით, ვთქვათ, რით არ არის უფრო უარესი, ვიდრე იყო გირგვლიანის საქმე. გირგვლიანის საქმეზე მოხდა კონფლიქტი რესტორანში და ეს კონფლიქტი დანაშაულებრივად გაგრძელდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მათ ჩაიდინეს დანაშაული და ევროპის სასამართლომ დაადგინა კიდეც რაც დააშავეს. მაჩალიკაშვილის საქმეზე არავითარი კონფლიქტიც კი არ მომხდარა. ადამიანს ეძინა საკუთარ სახლში, 16 წლის ბიჭს, შევიდა სახელმწიფო სპეცდანიშნულების რაზმის სახით მის საძინებელში, ესროლა ტყვია და მოკლა“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა