შალვა პაპუაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.

პრესსამსახურის თანახმად, ხაზი გაესვა, საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურების მნიშვნელობას. ამ კუთხით, აღინიშნა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე ურშკა ზუპანჩიჩის საქართველოში ვიზიტი იგეგმება.

შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და მოლოდინებზე. შეხვედრაზე, ასევე საუბარი შეეხო რუსეთის ომს უკრაინაში და მის ზეგავლენას საქართველოზე. ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩის თქმით, სლოვენია მზად არის გაუზიაროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გამოცდილება და გააგრძელოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.

შეხვედრა შედგა ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში იმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში