შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა საქართველოს სანდო პარტნიორია და ეუთოს თავმჯდომარის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბუიარ ოსმანის საქართველოში ვიზიტი დადებითად შეაფასა.

შალვა პაპუაშვილმა ტალატ ჯაფერის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება მიულოცა და პროცესის წარმატებით წარმართვა უსურვა. მან, ასევე, ისაუბრა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საქართველოს პროგრესსა და მოლოდინებზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დონეზე ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშესაწყობად, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და კომიტეტებს შორის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ პროცესში ჩრდილოეთ მაკედონიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

ტალატ ჯაფერიმ აღნიშნა, რომ მზად არის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს ჩრდილოეთ მაკედონიის გამოცდილება გაუზიაროს და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა გააგრძელოს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი