შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტ დანიელა ჯუროვიჩს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საქართველოსა და მონტენეგროს შორის მეგობრულ კავშირებს, რომელიც გამყარებულია ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნით.

„მხარეებმა პარლამენტებს შორის კავშირების გაძლიერების მზაობა გამოხატეს, მათ შორის, კომიტეტების დონეზე. აღინიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გამოცდილების გაზიარება ორივე ქვეყანას წაადგება.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას წარმატებით ახორციელებს და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს.

დანიელა ჯუროვიჩმა მონტენეგროს გამოწვევებსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის, თავისი გამოცდილება საქართველოს გაუზიაროს.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერას გააგრძელებს.

შეხვედრა ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში შედგა, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში იმართება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი