ხათუნა სამნიძე - „ქოლ-ცენტრების“ საკითხი „ქართული ოცნების“ მხრიდან სპეკულირების საგანი ხდება - უმნიშვნელოვანესია, პარლამენტში შეიქმნას სივრცე, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს

„ქოლ-ცენტრების“ საკითხი ხდება სპეკულირების საგანი „ქართული ოცნების“ მხრიდან - უმნიშვნელოვანესია, პარლამენტში შეიქმნას სივრცე, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას ე.წ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" სამართლიანი გამოძიების არავის სჯერა.

"საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვხედავ საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო და იმის გამო, რომ ეს საკითხი ხდება სპეკულირების საგანი "ქართული ოცნების" მხრიდან. ამასთან, ძალიან კარგად ვიცით, რომ მათი განცხადებები, თითქოს პროკურატურა ამ საქმესთან დაკავშირებით თანამშრომლობს (საერთაშორისო გამოძიებასთან), არ შეესაბამება სიმართლეს და არ გვჯერა საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ "ქართული ოცნება" გამოიძიებს რაიმეს სამართლიანად, პოლიტიკური ინტერესების გარეშე. უმნიშვნელოვანესია, რომ პარლამენტში შეიქმნას სივრცე იმისთვის, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს", - განაცხადა სამნიძემ.

რაც შეეხება უკვე ინიცირებულ კომისიას სასამართლოსთან დაკავშირებით, სამნიძის თქმით, ოპოზიცია მაქსიმალურად მობილიზებულია.

"ქართული ოცნება" თავის მმართველობის 10 წლის შემდეგ კვლავაც ჩასაფრებულია, რომ ოპოზიციამ შეცდომა დაუშვას, ვინმე ავად გახდეს ან ვინმე არ დაესწროს სხდომას, მაგრამ ოპოზიცია მაქსიმალურად მობილიზებულია იმისთვის, რომ 50 ვიყოთ, როდემდე შევძლებთ ამ მობილიზებას, ან „ქართული ოცნება” როდემდე მიაყენებს შეურაცხყოფას საკუთარ ამომრჩეველს და საპარლამენტო მუშაობის პარალიზებას გააკეთებს, ამას გვიჩვენებს პროცესი, მე არ მინდა მოლოდინები ავწიო ისე, რომ საზოგადოებას მოლოდინი ჰქონდეს, რომ აუცილებლად შეიქმნება კომისია, თუმცა, ოპოზიცია გავაკეთებთ, რომ მიზანს მივაღწიოთ", - განაცხადა სამნიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა