გია ვოლსკი - ამაზრზენია პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე

ამაზრზენია პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე - ადამიანებს სჭირდებათ შველა, მაგრამ შველის ნაცვლად მეტი უბედურება მოუტანო, ეს არის უზნეობა, რომელიც შეიძლება განაპირობოს რაღაც პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტს გამოეხმაურა, რომლებიც ქვეყანაში სამკურნალო პრეპარატის შემოტანას და დაფინანსებას ითხოვენ.

"პოლიტიკური ქულების დაწერა იმდენად რეალური გახდა და იმდენად ამაზრზენია ამ პოლიტიკური ქულების ძიება მშობლების უბედურების ხარჯზე, რომ მე ვურჩევდი ჩემს თავსაც და სხვებსაც, პოლიტიკოსებს და არაპროფესიონალ ადამიანებს, რომ საერთოდ თავი დაანებონ ამ განცხადებების კეთებას, თუ არ აქვთ სრული ინფორმაცია, თუ რას წარმოადგენს მედიკამენტი.

ამ ვითარების ლოგიკა არის ის, რომ ადამიანებს სჭირდებათ, მაგრამ შველის ნაცვლად მეტი უბედურება მოუტანო, ეს არის უზნეობა, რომელიც შეიძლება განაპირობოს რაღაც პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ. პოლიტიკას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ასეთ ვითარებაში. მე სამწუხარო გამოცდილება მქონია, რომ უახლოესი ადამიანი გარკვეული მდგომარეობიდან გამომდინარე ... იყო ჩემს ცხოვრებაში და მზად ვიყავი ნებისმიერი ექსპერიმენტულ მკურნალობაზე მიმეცა თანხმობა. ეს რეალობა არსებობს და როცა ამას უტიფარი პოლიტიკური მიზნით ჩამოყალიბებული განცხადებით უპირისპირდები, ეს არის უზნეობის მწვერვალი. ფაქტია, ჩვენ არავინ მიგვიტოვებია, უამრავი ადამიანი არის ჩართული სოციალურ პროგრამებში და მთავარი ამოცანა არის, რომ ბავშვები გადარჩნენ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი