ირაკლი კობახიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირება, მით უკეთესი - ამ ძალის განეიტრალება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში პრინციპულად მნიშვნელოვანია

ძალიან კარგია პროცესები, რომელიც "ნაცმოძრაობაში" წარიმართება და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება დაპირისპირება, მით უკეთესი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე პოლიტიკური პარტიაა, მანამდე პოლიტიკური სისტემა სწორი მიმართულებით ვერ განვითარდება.

„ეს არის შიდა პარტიული დაპირისპირება და კარგი იქნება, თუ ეს დაპირისპირება გაგრძელდება მინიმუმ 2024 წლის ბოლომდე, რათა ეს ყველაფერი მაქსიმალურად აისახოს "ნაცმოძრაობის" საარჩევნო შედეგებზე. რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკური ძალის განეიტრალება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ დემოკრატიული სისტემა ჯანსაღად განვითარდეს. ვიდრე "ნაცმოძრაობა" არის მეორე პოლიტიკური პარტია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, მანამდე სისტემა სწორი მიმართულებით ვერ განვითარდება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან კარგია ის პროცესები, რომელიც "ნაცმოძრაობაში" წარიმართება და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს დაპირისპირება მით უკეთესი“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში