„გირჩი“ პარლამენტს ნაფიც მსაჯულთა მიერ განსჯად დანაშაულთა წრის გაფართოებას სთავაზობს

პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ პარლამენტს ნაფიც მსაჯულთა მიერ განსჯად დანაშაულთა წრის გაფართოებას სთავაზობს.

დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ცვლილების პროექტი წარადგინა, რომლის მიხედვით, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) და 353/1-ე (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) მუხლებით ბრალდებულ პირებს უფლება ექნებათ საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიანდონ.

„ის თუ რაოდენ სჭირდება სახელმწიფოს აღნიშნული ცვლილების მიღება, სულ ცოტა ხნის უკან - 7/8/9 მარტს გამართული აქციების მიმდინარეობისას ნათლად გამოვლინდა. კერძოდ, ასობით სავარაუდო სამართალდამრღვევი პირი გამოიკვეთა როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის კუთხით. საბოლოო ჯამში, ამ მიდგომითა და ცვლილებით, ერთი მხრივ, ავამაღლებთ პოლიციელთა ავტორიტეტსა და ნდობას საზოგადოებაში და მეორე მხრივ, სრულად დავიცავთ სამართალწარმოებაში მონაწილე პირთა ინტერესებს“, - აღნიშნავს კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი