ირაკლი კობახიძე - გლობალური ომის პარტიას კვლავაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას - ზეწოლა ძალიან დიდია ხელისუფლებაზე, მაგრამ გამოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ მაინც ბიძინა ივანიშვილია

დავით ზურაბიშვილი გლობალური ომის პარტიის აგენტია, შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ პარტიას კვლავაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას - გამოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ მაინც ბიძინა ივანიშვილია , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც დავით ზურაბიშვილი ივანიშვილის დაპატიმრებაზე საუბრობს, ეს ნიშნავს იმას, რომ „საქართველოს მიმართ მანკიერი ინტერესები კვლავაც არსებობს“.

„მეც მინდა დავეთანხმო ჩვენს კოლეგებს, საპარლამენტო უმრავლესობიდან. ნამდვილად უცხოელი აგენტია დავით ზურაბიშვილი, აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცით, თუ რას უნდა მივაწეროთ მისი ასეთი განცხადება, როდესაც ის საუბრობს ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრების, პატიმრობის ორდერის გამოწერაზე და ა.შ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მიმართ მანკიერი ინტერესები კვლავაც არსებობს. დავით ზურაბიშვილი გლობალური ომის პარტიის აგენტია, შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ პარტიას კვლავაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ გაიხსნას.

ზეწოლა ძალიან დიდია ხელისუფლებაზე, ჩვენზე, მაგრამ გამოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ მაინც არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აქვს გაჩერებული თანხები, ერთგვარი არაფორმალური სანქციები მოქმედებს მის წინააღმდეგ და უფრო მეტიც, მას ემუქრებიან ისეთი საკითხებით, რაც ფიზიკურ უსაფრთხოებასთანაც არის დაკავშირებული - დაკავებასთან დაკავშირებული მუქარა და ა.შ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ინტერესი ჯერ კიდევ არ გამქრალა. ჯერ კიდევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ აქ გაიხსნას „მეორე ფრონტი“. სწორედ ამიტომ ხორციელდება ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და ამის გამხმოვანებელია უცხოელი აგენტი დავით ზურაბიშვილი. ამაზე საზოგადოებამ საკუთარი დასკვნები უნდა გამოიტანოს. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება აუცილებლად გაუძლებს წნეხს და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი გაუძლებს წნეხს, როგორც ეს ხდებოდა წარსულში. ბევრად უფრო რთული პროცესები გაუვლია ჩვენს ქვეყანას, ამ პროცესებსაც გავივლით და აუცილებლად შევინარჩუნებთ საქართველოში მშვიდობას, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამას რომელიმე უცხოელი აგენტი, დავით ზურაბიშვილი, ან სხვა, ან თვითონ გლობალური ომის პარტია“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ხალხის ძალის“ განცხადებით, პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი უცხოელი აგენტია. მათი თქმით, დავით ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს „ახირებას“ უწუნებს და მისი და პუტინის შესაძლო დაპატიმრებებს შორის პარალელის გავლებას ცდილობს.

„დავით ზურაბიშვილს განუცხადებია, არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილზე დასავლეთიდან დაპატიმრების ორდერიც კი გაიცესო. ურეიტინგო პოლიტიკოსის განცხადებაზე ყურადღებას არც კი გავამახვილებდით, ის რომ უცხოელი აგენტი არ იყოს. აშკარაა, რომ ზურაბიშვილის პატრონებმა, ანუ სპეცსამსახურებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟის ახალი ხაზი გახსნეს“, - აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ