ბექა ოდიშარია - დარწმუნებული ვარ, რომ ცუდი არაფერი ხდება სასამართლოში? - მე გეუბნებით, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, მე არ ვიცნობ ფაქტებს, დარწმუნებული თქვენ შეიძლება არ იყოთ თქვენს სამეზობლოში და ოჯახში რა ხდება

დარწმუნებული ვარ, რომ ცუდი არაფერი ხდება სასამართლოში? - მე გეუბნებით, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, მე არ ვიცნობ ფაქტებს, დარწმუნებული თქვენ შეიძლება არ იყოთ თქვენს სამეზობლოში და ოჯახში რა ხდება, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია კითხვას, დარწმუნებულია თუ არა, რომ სასამართლო სისტემაში ცუდი არაფერი ხდება.

მისი თქმით, „მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“, ერთკაციანი პარტიების ნულოვანი მხარდაჭერით საქართველოში მოასპარეზე ე.წ. პოლიტიკოსების დღის წესრიგის ხელოვნურად საზრდოობას არ ვაპირებთ“.

„სასამართლოსთან დაკავშირებით არსებობს არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის დადებითი შეფასება. რატომ უნდა ჩავრიოთ სასამართლო ხელისუფლებაში ეს მავნებელი პოლიტიკური ძალები და რატომ უნდა შევქმნათ ვითარება, რომ სასამართლოს, დამოუკიდებელ შტოს შეექმნას საფრთხე. მე ჩემს სიმართლეს გეუბნებით, ღმერთის წინაშე შემიძლია განვაცხადო, რომ არც მე და არც ჩემი კოლეგების ირგვლივ არ მსმენია, რომ ვინმე ჩარეულიყო სასამართლო ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ცუდი არაფერი ხდება სასამართლოში? - მე გეუბნებით, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, მე არ ვიცნობ ფაქტებს, დარწმუნებული თქვენ შეიძლება არ იყოთ თქვენს სამეზობლოში და ოჯახში რა ხდება. იცით რამდენ ვინმეზე მეპარება ეჭვი? - აი ამ „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ ისვრიან ზევით- ქვევით და მავნებლური საიდუმლო სერობები რომ აქვთ. გიორგი ტაბატაძე რომ არის ილიაუნის ლექტორი, რომელიც ახალგაზრდებს ეუბნება, რომ ტალახაძის ჩემპიონობა არაფერია, რადგან თურმე პოლიტიკა და სპორტი ერთია და ტალახაძის გამარჯვებაში არაფერია გასახარი, რადგან ის „ქოცია“ და „ქოცი“ კიდევ რუსია, აი ეს არის ფაშიზმი, ამ ხალხის ნარატივს მივყვეთ ახლა ჩვენ? აი, სად ხდება სიბინძურე, სიძულვილის თესვა, რომანტიზება ნეობოლშევიკური რევოლუციური ინერციების და რატომ ხვდებიან ახალგაზრდები, ალბათ ასეთი მავნე ადამიანების მიერ დარიგებულნი და დამოძღვრილნი, შეიძლება ფინანსურად წახალისებული, შემდეგ ციხეში, აი ვინ უნდა აგოს პასუხი,"- განაცხადა ოდიშარიამ.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო