შალვა პაპუაშვილი კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან ერთად კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ანიტა დემეტრიუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული კვიპროსის გამოცდილება. მან, ასევე, ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აღარ მოხდეს საქართველოს დიფერენციაცია უკრაინასა და მოლდოვისგან და იმედი გამოთქვა, რომ კვიპროსი დაუჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.

ამასთან. ანიტა დემეტრიუმ გამოხატა კვიპროსის სრული მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ გზაზე კვიპროსი საქართველოს გვერდით დგას.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ანიტა დემეტრიუმ შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით კვიპროსზე მიიწვია.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა