მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ბავშვების მხარდასაჭერად აქციას უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედის, სალომე გაბელაშვილის განცხადებით, დღეს კანცელარიიდან პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ.

“მშობლები 6 დღე და ღამეა ვდგავართ მთავრობის ადმინისტრაციასთან და ვითხოვთ, რომ პრემიერ-მინისტრი შეგვხვდეს. დღეს, როცა გავიგეთ, რომ მთავრობის სხდომა იყო, მშობლები ვემზადებოდით, რომ დაგვიბარებდა ბატონი ირაკლი და გვეტყოდა, რომ დაიწყებოდა ჩვენი შვილების მკურნალობა. სამწუხაროდ, ჩვენ მოვისმინეთ ის, რომ არის ბიუჯეტი, არ არის უარი, მაგრამ ჩვენი შვილები მკურნალობას, მაინც ვერ იწყებენ. დედები გაურკვევლობაში ვართ.

დედებმა რომ გავიგეთ, ჩვენი შვილების მედიკამენტები არ ფინანსდებოდა, მაინც გახარებულები ვართ იმ 300 ონკოლოგიური პაციენტის დაფინანსებით.

16 თვე ველოდებოდით სახელმწიფოს, რომ ჩვენი შვილებისთვის მკურნალობა დაეფინანსებინა. ჩვენი მიზანი და მოთხოვნა იყო, რომ პრემიერს ჩვენთვის თვალებში ჩაეხედა და ისე ეთქვა, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება ჩვენი შვილების დაფინანსება და მკურნალობა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. არ ინება, რომ მშობლებს 20 წუთით შეგვხვედროდა. დამცირებულები ვართ, მაგრამ არაუშავს. ეს ყველაფერი გამოსწორდება იმით, რომ ბედნიერი მშობლები დავბრუნდებით სახლში და ჩვენი შვილები მკურნალობას დაიწყებენ.

მინდა საზოგადოებას მივმართო: რაღაც სიტყვები ნუ შეგიყვანთ შეცდომაში. დედა არასდროს მოითხოვს შვილისთვის ისეთ მედიკამენტს, რაც არ არის დამტკიცებული და სასარგებლო.

დღეს ჩვენ ვმართავთ მსვლელობას. ჩვენ ვიცავთ ყველა ბავშვის და ჩვენი შვილების უფლებებს”, - განაცხადა სალომე გაბელაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის