ბაჩო დოლიძე - რაც დღეს მოხდა, „ნაციონალური მოძრაობის“ გახლეჩისა და პოზიციების დაშორების უპრეცედენტო მცდელობაა - თუკი ვინმეს პარტიისთვის ზიანის მიყენება აწყობს, პირველ რიგში, ეს მერაბიშვილია

თუკი, ვინმეს პარტიისთვის ზიანის მიყენება აწყობს, პირველ რიგში, ეს არის [ვანო] მერაბიშვილი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა თანაპარტიელების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან ნიკა მელიას მხარდამჭერები ამოიღეს.

დოლიძის თქმით, მსგავსი ფაქტები პარტიის გაერთიანებას არ წაადგება.

„დღეს, რაც მოხდა, წარმოუდგენლად დიდი შეცდომაა ახალი მენეჯმენტის მხრიდან. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, თითქოს, ჩასაფრებულის პოზიციაში ვართ, როცა ლევანი თავმჯდომარედ აირჩიეს, ერთი თვის განმავლობაში საერთოდ ხმას არ ვიღებდი, რომ ეს ელფერი არ ჰქონოდა ჩემს ამა თუ იმ პოზიციას. ვფიქრობ, 3 თვე საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ყველას ყველაფერი დაენახა, ვინ რისი გამკეთებელია და იყო თუ არა, წინასაარჩევნო ბრძოლის პერიოდში გაცემული დაპირებები მხოლოდ დაპირებები და რეალურად იყო თუ არა შესაძლებელი ამ ყველაფრის რეალიზება. რაც დღეს მოხდა, უპრეცედენტო მცდელობაა პარტიის გახლეჩის, პოზიციების დაშორების, ნაცვლად იმისა, რომ მენეჯმენტი ცდილობდეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები გვერდში დაიყენოს, პირიქით ვხედავთ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ადამიანები იზოლაციაში ამყოფონ. ფაქტობრივად, რაც ახალი მენეჯმენტი მოვიდა, მათი მოტივაცია მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ პარტია 100-ვე %-ით ხელში ჩაიგდონ.

ეს არაფერ კარგს არ მოუტანს პარტიის გაერთიანებას, შესაბამისად, დასუსტებული პარტია, ვის ინტერესებშიც უნდა იყოს, თქვენ კარგად ხვდებით... ჩვენ გვქონდა თავმჯდომარის არჩევნები და არა სხვა პოზიციებზე, თავმჯდომარის არჩევნებში ლევანმა გაიმარჯვა, ეს მოცემულობა მივიღეთ, მივულოცეთ, შესაბამისად, ახლა ლევანის მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო, ის დაპირებები შეესრულებინა, რასაც ასე უხვად გასცემდა. ლევანის გამარჯვების თუ გინდათ, ასე დავარქვათ, ერთადერთი ფაქტორი იყო ის, რომ ამომრჩეველი დაარწმუნა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას გაცილებით მოკლე დროში შეძლებდა. 3 თვის განმავლობაში, რაც ახალი მენეჯმენტია სათავეში და წინა ხაზზეა, არავითარი კომუნიკაცია, არც ერთ გადაწყვეტილებასთან, არც ერთ პოზიციასთან, აქტივობასთან მიმართებაში ჩვენთან არ ყოფილა, ის კი არა, რომ დაუშვათ, ჩვენი აზრი ყოფილიყო არათუ გაზიარებული, მოსმენილიც კი არ იყო. ვინმეს მოსწონს თუ არა, პარტიის ნახევარი, ამომრჩეველს ვგულისხმობ, იმ პოზიციას იზიარებდა, რომელსაც ჩვენ ვაჟღერებდით. შესაბამისად, ასე არ არის, 52%-ით მოხვიდე და 100 %-ით დაეუფლო პარტიას“, - განაცხადა დოლიძემ.

ბაჩო დოლიძე ცალკე, ახალი პარტიის შექმნას გამორიცხავს.

„არავითარ შემთხვევაში არ იქნება. ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ამდენი ადამიანის გასვლით პარტიას არაფერი მოუვა, მაგრამ მათი მოტივაციაა, თვითონ იგრძნონ თავი კომფორტულად. დარწმუნებული ვარ, ერთმა ადამიანმაც რომ დატოვოს პარტია, ეს არის პარტიისთვის ზიანი. თუკი, ვინმეს ამ პარტიისთვის ზიანის მიყენება აწყობს, პირველ რიგში, ეს არის მერაბიშვილი. სამწუხაროდ, ჩვენ ის კონფიგურაცია გვაქვს ახალ მენეჯმენტთან მიმართებაში, რომელიც ყველაზე მეტად მმართველ გუნდს აწყობს. საკუთარ პარტიაში ვერ შექმნეს ერთობა, არათუ გარეთ. წარმოუდგენელია, ერთმა პარტიამ შეძლოს ამ რეჟიმის დამარცხება, როცა ამ რეჟიმს ებრძვი, უნდა ებრძოლო ერთიანობით, კონკრეტული იდეით და უნარი გქონდეს, განსხვავებული აზრის მქონე ხალხი შემოიკრიბო, სამწუხაროდ, ეს უნარი ახალ მენეჯმენტს არ გააჩნია, მათთვის მთავარია, თვითონ იყვნენ კომფორტის ზონაში, შესაბამისად, არ ერიდებიან ამის ხარჯზე პარტიისთვის დიდი ზიანის მიყენებას“, - განაცხადა დოლიძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი