მაია ბითაძე -  რისთვის უნდა დაისაჯოს ბიძინა ივანიშვილი, სამ მილიარდიანი ქველმოქმედებისთვის, რომელიც საქართველოსთვის გააკეთა, თუ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ გასტუმრებისთვის?

პირადად მაქვს კითხვა დავით ზურაბიშვილთან, რისთვის უნდა დაისაჯოს ბიძინა ივანიშვილი, იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც 3 მილიარდის ოდენობით საქართველოსთვის გააკეთა, თუ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ გასტუმრებისთვის, რომლის მომხრე, მაშინ თვითონ დავით ზურაბიშვილი იყო? , - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა „ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებული განცხადების კომენტირებისას.

მაია ბითაძე „სამწუხაროს“ და „სამარცხვინოს“ უწოდებს დავით ზურაბიშვილის განცხადებას და აღნიშნავს, რომ ასეთი რამის დაანონსება აბსოლუტურად გაუგებარია როგორც ადამიანურად, ისე პოლიტიკოსის მხრიდან.

„ზოგადად ადამიანის მხრიდან, პოლიტიკოსის მხრიდან ამგვარი ორმაგი სტანდარტის ღიად გამოხატვა პირდაპირ მიუთითებს, რომ ადამიანი დაუფარავად ებრძვის თავის სამშობლოს, როდესაც აკეთებს ამგვარ განცხადებებს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ და დაუფარავ სურვილს გამოხატავს, რომ ადამიანზე, რომელიც ამ წუთას არ არის პოლიტიკაში, მაგრამ ძალიან დიდი ღვაწლი აქვს ამ ქვეყნის პოლიტიკური კურსის ნორმალურ ჩარჩოებში ჩასმის თვალსაზრისით, ასეთ განცხადებებს აკეთებს. მოვუწოდებ დავით ზურაბიშვილს, კომენტარები გააკეთოს ადეკვატური, ისეთი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და პატრიოტს შეესაბამება და არა ისეთი განცხადებები აკეთოს, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის მტრისგან“ , - განაცხადა მაია ბითაძემ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ