გრიგოლ გეგელია - დროზე იყიდონ წამალი და გონს მოეგონ

დროზე იყიდონ წამალი და გონს მოეგონ, რადგან ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ ეს ამბავი , - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, აღნიშნული მორალური საკითხია და არა პოლიტიკური.

„პირველივე დღიდან, როდესაც დავინახეთ, რომ ეს ადამიანები არიან მარტოდ მიგდებული. დიახ, მიგდებული, უგულებელყოფილი, არავინ მათ არ ესაუბრება და ჩვენ როგორც ადამიანები და შემდეგ როგორც პოლიტიკოსები, ვისაც ვალდებულება გვაკისრია ამ ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებში ჩართული ვიყოთ, ჩავერთეთ და მას შემდეგ ყველა შესაძლო ფორმით ვუცხადებთ მხარდაჭერას.

ყველამ თავის შვილებზე წარმოიდგინოს, თავის მშობლებზე და თავის თავზე. როგორ ვეუბნებით ამ ხალხს, რომ დაიცადონ, იმიტომ რომ ამით ღარიბაშვილის ეგო შეიძლება დაზიანდეს?

ყველას დაფინანსება კარგია, მაგრამ სულ სხვა საკითხები რომ შემოიტანეს, ეს ხომ უმსგავსობაა. ეს როგორი ტიპის მორალზე მიგვითითებს? ეს გავცვალოთ ერთმანეთში? თავისი უგუნურობით, არაკომპეტენტურობით, გულგრილობით, პოლიტიკურ ჩიხში შევიდნენ. ჩემი აზრით, იმ ჩიხში შევიდნენ, საიდანაც გამოსვლა არის სწორი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ჰგონიათ, რომ ეს სხვაგვარად იქნება აღქმული. უფრო ღრმად შედიან თვითდესტრუქციული ნაბიჯებით.

გაუქმდეს ყველა ესკორტის მანქანა, იარონ ფეხით ან მეტროთი, საწვავზე მილიონები რომ იხარჯება ესეც გავაუქმოთ, სანამ ეს ბავშვები არ მიიღებენ ამ წამალს, მოდი ყველაფერი გავაუქმოთ, რაც გასაუქმებელია. დროზე იყიდონ წამალი და გონს მოეგონ, იმიტომ რომ ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ ეს ამბავი. ეს არის მორალური საკითხი, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი“, - განაცხადა გეგელიამ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში