„ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ“ დამფუძნებელ წევრებს 2021-2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო

21 აპრილს, სასტუმრო „მუზეუმში“ „ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ მორიგი შეხვედრა გაიმართა. გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გაერთიანების 2021-2022 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო.

შეხვედრას ყაზახეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი, საელჩოს წარმომადგენელი, ყაზახეთის საპატიო კონსულები, გაერთიანების დამფუძნებელი წევრები კერძოდ, საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე ან თანამონაწილე კომპანიების „ხალიკ ბანკი საქართველოს“, „კაპიტოლ ჯგუფის“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალის“, „რომპეტროლ საქართველოს“, „სილქ როუდ რეალ ისთეითის“, „GK Logistics”-ის წარმომადგენლები და გამგეობის წევრები ესწრებოდნენ. ანგარიშის წარდგენის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრაც გაიმართა.

შეხვედრის მიზანს, განვლილ პერიოდში დაგეგმილი და განხორციელებული აქტოვობების მიმოხილვა, არსებული შედეგების შეჯერება, მიმდინარე გამოწვევების განხილვა და საშუალოვადიანი სამომავლო გეგმის გაცნობა წარმოადგენდა.

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ოფიციალური დაფუძნებიდან 2 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში გაერთიანების წინაშე სამი მსხვილი ამოცანა იდგა: ორგანიზაციის ინსტიტუციური ჩამოყალიბება, საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლება და ორ ქვეყანას შორის არსებული შესაძლებლობების გამოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ სამივე მიმართულებით საკმაოდ ეფექტური ქმედებები განხორცილდა, ცხადია, აღნიშნული ამოცანები დაუსრულებელია და სამოქმედო გეგმას ემატება ის ამოცანებიც, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის საინვესტიციო და სავაჭრო თანამშრომლობას“ – „ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ მნიშვნელობაზე ისაუბრა გიორგი ჯახუტაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებმა ყაზახეთის რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, ასევე ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიზნით, სამთავრობო ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობაზეც იმსჯელეს.

ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში გაერთიანების მენეჯმენტსა და წევრებს მოუწოდა, რომ აქტიურად გასწიონ საინფორმაციო კამპანია ქართული ბიზნესის ყაზახეთის საინვესტიციო გარემოთი დაინტერესების მიზნით.

ყაზახმა ბიზნესმენებმა უნდა გამოიყნონ ის ბიზნეს გარემო, ის სამართლებრივი სისტემა და ბიზნესის წამოწყების სიმარტივე, რაც საქართველოშია. ქართველ ბიზნესმენებს კი, ყაზახეთში ბიზნესის წარმოებას ვურჩევ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნების უპირატესობები, - განაცხადა ყახაზეთის ელჩმა საქართველოში.

გაერთიანების წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს ყაზახეთში განხორციელებულ პოზიტიურ გარდაქმნებს და აღნიშნეს, რომ მათი განხორციელება ახალ ბიძგს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების ურთიერთსასარგებლო სფეროებს და სრული მხარდაჭერა გამოთქვეს ყაზახეთის რეფორმებისა და ინიციატივების ხელშეწყობისთვის. თავის მხრივ, ყაზახერ ქართული ეკონომიკური გაერთიანება მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს ყაზახური რეფორმების განვითარებაში.

ინფორმაციაყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შესახებ

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებაყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალიდა GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანიაეარ ასტანადარომპეტროლ საქართველო“. გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე, წევრთა გადაწყვეტილებით, „კაპიტოლ ჯგუფისაღმასრულებელი დირექტორი და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილია,. ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. გაერთიანება ასრულებს ერთგვარი კომუნიკატორის როლს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის და შუამდგომლობს მათ საჯარო სტრუქტურებთან.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა