პაატა მანჯგალაძე - ჩვენ არ ვართ ძალა, რომელიც იტყვის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში კანდიდატის სტატუსი არ გვჭირდება

როცა გვარამიას გათავისუფლების რეკომენდაციას არ ასრულებ, სასამართლოს რეფორმას არ აკეთებ, საგამოძიებო კომისიის გეშინია, მიშელის დოკუმენტი გადახეული გაქვს, არავინ გენდობა - რა აზრი კობახიძის იქ ჩასვლას? კობახიძე დასავლეთში აღქმულია როგორც პოლიტიკური თაღლითი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ სტატუსის მისაღებად რეფორმების განხორციელებაა საჭირო, თუმცა, 12- დან მხოლოდ ორია შესრულებული.

„თუ „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსს ქვეყანას მოუტანს და ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, კარგია. ჩვენ არ ვართ ძალა, რომელიც იტყვის, რომ „ქართული ოცნების" პირობებში სტატუსი არ გვჭირდება, რადგან ეს არ უნდა იყოს რუსეთის მიერ აღქმული როგორც სიგნალი, რომ შეუძლია აგრესია განახორციელოს. თქვენ იცით, რომ როცა მაპ-ი არ მოგვცეს, 2008 წელს აგრესია განხორციელდა. რეფორმებს რაც შეეხება, 12- დან 2 მეტ- ნაკლებად შესრულებულია და დანარჩენზე მისაღებია გადაწყვეტილებები. კობახიძის, ივანიშვილის და პაპუაშვილის გამო ჩვენ სტატუსს არავინ მოგვცემს, პირიქით ამათ გამო შეიძლება უარი გვითხრან. ნიკა გვარამიას გათავისუფლების რეკომენდაციას რომ არ ასრულებ, სასამართლოს რეფორმას არ აკეთებ, გეშინია საგამოძიებო კომისიის, საარჩევნო რეფორმას არ ატარებ, შარლ მიშელის დოკუმენტი გადახეული გაქვს, არავინ გენდობა, რა აზრი კობახიძის იქ ჩასვლას? კობახიძე დასავლეთში აღქმული არის როგორც პოლიტიკური თაღლითი. მოლდოვას და უკრაინას უთხრეს, რომ მათაც სჭირდებათ რეფორმები, მაგრამ კანდიდატის სტატუსს მოგცემთ და ამის შემდეგ გააკეთეთო, "ქართულ ოცნებას" და კობახიძე- ღარიბაშვილს უთხრეს -ვინაიდან თქვენ გადამგდებები ხართ, ჯერ გააკეთეთ და მერე მოგცემთო, ახლა ამ თაღლითების ევროპაში სიარულს რა აზრი აქვს? მაგრამ გამოვიდეს (სტატუსის მიღება), მე გამიხარდება ნამდვილად,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი