ანა ბუჩუკური - იმედია, სტატუსის მონიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში „ქართული ოცნება“ რუსული კანონების მსგავს საბოტაჟს არ მიმართავს

იმედია, სტატუსის მონიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში „ქართული ოცნება“ რუსული კანონების მსგავს საბოტაჟს არ მიმართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკური გამოეხმაურა ევროკავშირის საბჭოს განცხადებას და აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები ხედავენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მათი განწყობაა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობას იმსახურებს.

"ის, რომ საქართველო ასოცირებული ტრიოს ფარგლებში ლიდერი იყო ბევრი წლის განმავლობაში, ეს არის ფაქტი. ასევე, კითხვარის შევსების შემდეგ შეფასებებით დასტურდება, რომ ტექნიკური მზაობის თვალსაზრისით საქართველოს მდგომარეობა ძალიან კარგია, პრობლემა არის პოლიტიკური ნაწილი. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ სტატუსის მონიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში რუსული კანონების მსგავს საბოტაჟს არ მიმართავს "ქართული ოცნება". ჩვენ ვიხილეთ განწყობები, რომ საქართველო იმსახურებს გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. მათ კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხის დაახლოებით 85 პროცენტი საკუთარ და საკუთარი შვილების მომავალს ევროკავშირს და ნატო-ს უკავშირებს,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს. როგორც ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და მისი დემოკრატიის გაძლიერების აუცილებლობაზე.

„დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ბევრ ძირითად რეფორმებში და ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები მნიშვნელოვანი ელემენტებია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი თითოეული ქვეყნისთვის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა