ლარის კურსის ხელოვნურად ქვემოთ ჩამოწევა და ფასების კატასტროფული ზრდა პირდაპირ ნიშნავს იმას,რომ ჩვენი ემიგრანტები იძარცვებიან, მდიდრდებიან ბანკები და ბანკირები, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
მისივე თქმით, მარტო მარტში, ინფლაცია საკვებთან მიმართებაში 12% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს 12 % -ს ფული მოჰპარეს.
„მარტო მარტში, ინფლაცია საკვებთან მიმართებაში 12% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს 12 % -ს ფული მოჰპარეს. ამას ემატება ლარის კურსის ხელოვნურად ქვემოთ ჩამოწევა და ფასების კატასტროფული ზრდა - ეს კი, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ემიგრანტები იძარცვებიან, როგორც ყოველთვის მდიდრდებიან ბანკები და ბანკირები. ყველაფერი კი იმის ფონზე ხდება, როდესაც ღარიბაშვილი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე და უმუშევრობის ისტორიულ მინიმუმზე გვესაუბრება! აი, ის ღარიბაშვილი, 5 კაციც რომ არ ჰყავს გვერდით, ვინც 2012 წლამდე ბარიკადებს იქით არ იყო. ერთად არიან ახლა ყველა, ყოფილი და აწ ისევ მოქმედი მძარცველები. ხალხს რამეს უბრუნებენ კი არა, შეხმატკბილებულად ძარცვავენ, მსუყედ ჩამსხდარი თავიანთ ქონებებში“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც „ტრიბუნა“ ავრცელებს.