ზაზა გოგავა - იმ პროცესების ფინალი, რაც პარტიაში ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ სიძლიერე იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაზა გოგავას განცხადებით, იმ პროცესების ფინალი, რაც პარტიაში ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ სიძლიერე იქნება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, თუ პარტიაში „პიროვნულ წყენებს ვერ გადააბიჯებენ, მაშინ არაფერი გამოვა“.

„ფინალი იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ძლიერი გამოვა. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის აქტუალური საკითხი, მაშინ რატომ ნერვიულობს ამაზე მმართველი პარტია, დანარჩენი ოპოზიცია?! თუ მათი გადმოსახედიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა, ამას არ ლამობდნენ 10 წლის განმავლობაში? ეს მათი სურვილი, ოცნება იყო და ამისთვის ყველაფერი გააკეთეს. ეს პროცესი მიუხმარებლად ასე არ იქნებოდა. თუ ყველაზე ცუდი მოწინააღმდეგე ჩამოიცილეს და ქვეყანა გადაარჩინეს, მაშინ სანერვიულო რა აქვთ?! ისინი ხვდებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო გაძლიერებული გამოდის აქედან“, - განაცხადა გოგავამ.

გარდა ამისა, მან გადაცემაში განმარტა, რატომ შეუერთდა „ნაციონალურ მოძრაობას“.

„ჩემი გადმოსახედიდან, ის, რაც დღეს ჩვენს სამშობლოში ხდება, თუ რა გზით მიდის ხელისუფლება, საჭიროა ქვეყანაში განსხვავებული აზრი. ვუყურებთ, რომ ყველანაირი განსხვავებული აზრი, სიტყვა ქვეყანაში იდევნება. ყველა ის, ვინც სხვა აზრზეა და სხვანაირად უყურებს ქვეყნის განვითარებას, პროდასავლურები დიდი წნეხის ქვეშ არიან. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საკმაოდ მაღალი საპასუხისმგებლო თანამდებობები მეკავა სხვადასხვა სტრუქტურებში. მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომელსაც არ უყვარს პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანა. არ შეიძლება ვისაუბროთ, თითქოს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრალი იყო და დანარჩენები ყველა ანგელოზები იყვნენ. თუ რაიმე შეცდომებზე შეიძლება იყოს საუბარი, ამ შეცდომების ნაწილი ყველა ის ადამიანია, რომელიც მაშინ ხელისუფლებაში იყო ისევე, როგორც მიღწევების“, - განაცხადა გოგავამ.

მისივე თქმით, არ მოეწონა ის ყველაფერი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებს მოჰყვა.

„როგორც მოქალაქეს და ახლა უკვე, როგორც პოლიტიკოსს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია, არ მომეწონა ის, რაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში იყო, თუნდაც ის ტალახის სროლა, მაგრამ ქვეყანაში ეს ძალიან მიღებულია, სამწუხაროდ. რატომღაც ამ ქვეყანაში ფიქრობენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და ამ აზრს არ ვეთანხმები. პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, ამას სულ მალე ნახავენ ჩვენი მოქალაქეები. პოლიტიკა არის ის ადგილი, სადაც ღირსების შენარჩუნება შეიძლება“, - აღნიშნა გოგავამ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში