საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეწვევა და რეგიონში მშვიდობისა და საქართველოს ევროპული გზის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კატრინ კოლონა ევროპისა 26-დან 28 აპრილამდე აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ესტუმრება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრი ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებებს სამართლიანი, ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისთვის მხარს უჭერს.
„ბაქოში, მინისტრი პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და თავის კოლეგა ბატონ ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდება. ის, აგრეთვე, 1990 წლის 20 იანვრის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებს.
ერევანში, მინისტრი შეხვედრებს პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და თავის კოლეგა ბატონ არარატ მირზოიანთან გამართავს. იგი ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შტაბ-ბინას ჯერმუკში და ქედს მოიხრის სომეხთა გენოციდის მემორიალთან, რომლის 108 წლისთავსაც საფრანგეთი 24 აპრილს აღნიშნავს.
თბილისში, მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდება. ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.