ზაზა ლომინაძე - ეკონომიკურმა ზრდამ და გაზრდილმა ბიუჯეტმა საშუალება მისცა სახელმწიფოს და მთავრობას, მთლიანად დააფინანსოს არასრულწლოვანი ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები

პრემიერის, როგორც პასუხისმგებლიანი ლიდერის მხრიდან განცხადება გაკეთებულია - დაფინანსდება ყველა ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვის მკურნალობა, ხოლო აქონდროპლაზიის შემთხვევაში, როგორც კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს, ასევე სრულად დაფინანსდება მათი მკურნალობა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე წერს.

როგორც ზაზა ლომინაძე აღნიშნავს, ეკონომიკურმა ზრდამ და გაზრდილმა ბიუჯეტმა საშუალება მისცა სახელმწიფოს და მთავრობას მთლიანად დააფინანსოს არასრულწლოვანი ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამ საკითხზეც კი გამოჩნდნენ ადამიანები ამორალური განცხადებებით, რომლებსაც სურთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ოთხი დღის წინ აგორებულ კამპანიას დაუკავშირონ და ხალხს დააჯერონ, თითქოს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი ხარჯების განსაზღვრა სამ-ოთხ დღეში შეიძლება.

„ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობას აქამდე ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა, თბილისის მერია და სოლიდარობის ფონდი აფინანსებდა, თუმცა, რასაკვირველია, ყველა შემთხვევას და პაციენტს ეს არ ყოფნიდა.

ეკონომიკურმა ზრდამ და გაზრდილმა ბიუჯეტმა საშუალება მისცა სახელმწიფოს და მთავრობას მთლიანად დააფინანსოს არასრულწლოვანი ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯები.

ამას წინ უძღოდა თვეების სამუშაო და წინა წლების დანახარჯების ანალიზი, ასევე, წლევანდელი და მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდის და საბიუჯეტო პარამეტრების გათვალისწინება. როგორც კი ამ პარამეტრების სტაბილურობაში დარწმუნდა, მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, რაც უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ჯანდაცვის სფეროში.

სამწუხაროა, რომ ამ საკითხზეც კი გამოჩნდნენ ადამიანები ამორალური განცხადებებით, რომლებსაც სურთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ოთხი დღის წინ აგორებულ კამპანიას დაუკავშირონ და ხალხს დააჯერონ, რომ თითქოს ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი ხარჯების განსაზღვრა სამ-ოთხ დღეში შეიძლება.

პრემიერის, როგორც პასუხისმგებლიანი ლიდერის მხრიდან განცხადება გაკეთებულია - დაფინანსდება ყველა ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვის მკურნალობა, ხოლო აქონდროპლაზიის შემთხვევაში, როგორც კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს, ასევე სრულად დაფინანსდება მათი მკურნალობა!“ - წერს ზაზა ლომინაძე Facebook-ზე.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი