რომან გოცირიძე IRI-ის კვლევაზე - როგორც არ უნდა მოგვწონდეს ეს სურათი, ერთ და ორ დღეში პარტიები ვერ გამოიჩეკებიან, ესა ვართ, რაც ვართ, ამიტომ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიები უნდა გაჯანსაღდნენ

ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა იზრდება, ეს აისახება არჩევნების შედეგებში - ის პარტია, რომელსაც ეს არ სურს, არ იქნება მხარდაჭერილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიების მიმართ ნდობის შემცირება, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, გასაკვირი არ არის, თუმცა, ახალი პარტიები მოკლე ხანში ვერ შეიქმნება, ამიტომ ოპოზიციური ფლანგი უნდა გაჯანსაღდეს.

„ყველაზე დამაიმედებელი ის არის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა იზრდება. ეს რა თქმა უნდა აისახება შემდგომ არჩევნების შედეგებში, მოქალაქეებს სურთ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, ის პარტია, რომელსაც ეს არ სურს, არ იქნება მხარდაჭერილი. ეს არის მთავარი ირიბი სიგნალი. პარტიების ნდობის შემცირებას რაც შეეხება, ეს არ არის გასაკვირი, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით როგორც ოპოზიციურ ფლანგზე, ასევე სახელისუფლებო მიმართულებით, მაგრამ როგორც არ უნდა მოგვწონდეს ეს სურათი, ერთ და ორ დღეში პარტიები ვერ გამოიჩეკებიან, ესა ვართ, რაც ვართ, ამიტომ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიები უნდა გაჯანსაღდნენ, თუ გვინდა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები მივიღოთ, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ შევქმნათ კოალიციური უმრავლესობა. კოალიციური უმრავლესობის და ახალი ხელისუფლების ფორმირების გარეშე საქართველოს პერსპექტივა არ აქვს, დაღუპულია ქვეყანა ხელისუფლების დარჩენის პირობებში. ეს გამოკითხვა პროევროპული პარტიების წისქვილზე ასხამს წყალს.

გამოკითხვა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ადასტურებს ერთ ფაქტს - საქართველოს ხელისუფლების პოზიციას მხარს არ უჭერს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. მარტივად არის საქმე - მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს, შეუძლებელია მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჰუმანურები თავის ბუნებით, სხვა პასუხი გაეცათ,"- განაცხადა გოცირიძემ.

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა, ორგანიზაციის ცნობით, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. ხოლო, საზოგადოების 78% -ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს