გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი გივი მიქანაძე PACE-ის იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათი ცნობით, გივი მიქანაძე PACE-ის იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის წევრად 2021 წლიდან ირიცხება, ხოლო ქვეკომიტეტს 2023 წლიდან შეუერთდა.

„აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტმა გივი მიქანაძე მომხსენებლად აირჩია თემაზე - „კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე“ და აღნიშნული რეზოლუციის პროექტი გასულ წელს ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედმა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო.

ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ საქართველოს დელეგაციის წევრის არჩევა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებისა და საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან წარმატებული თანამშრომლობის გამოძახილია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში