ევროპული განწყობების ზრდის პარალელურად შემცირდა „ოცნების“ რეიტინგი, ეს მიუთითებს რომ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა „ოცნებას“ არ თვლის პროევროპულ ძალად - რუსეთს საქართველოში მომავალი არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად პროპაგანდისა, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მომავალი აქვს მხოლოდ ევროკავშირს და ნატო-ს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოკვეთა ამ კვლევებმა, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არის ევროკავშირის მომხრე, პროევროპულად განწყობილი და ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული პოლიტიკისა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთი არის საფრთხე და ევროკავშირი და ნატო არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველომ უნდა აირჩიოს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში, მიუხედავად ხელისუფლების პროპაგანდისა, რუსეთს მომავალი არ აქვს, საქართველოში მომავალი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირს და ნატო-ს. „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის დაცემული რამდენიმე პროცენტით, ველი არის მარტის, ზუსტად რუსული კანონმდებლობის მიღებას ემთხვევა ეს ველი და ძალიან კარგად გაიგეს მოქალაქეებმა რა პოლიტიკას აწარმოებდა „ქართული ოცნება", ხოლო ის, რომ 7 პროცენტით არის დაცემული „ქართული ოცნების" რეიტინგი, ეს არის სწორედ მათი პოლიტიკის შედეგი, სწორედ ამიტომ ევროპული განწყობების ზრდის პარალელურად შემცირდა „ქართული ოცნების" რეიტინგი, რაც მიუთითებს რომ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" არ თვლის პროევრიპულ ძალად“, - განაცხადა დეკანოიძემ.