პაატა მანჯგალაძე - ბინძური, აღვირახსნილი, ტოტალური ანტიდასავლური კამპანიის მიუხედავად, IRI-ის კვლევამ აჩვენა, რომ დასავლური კურსის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება - პროპაგანდამ არ იმუშავა!

ბინძური, აღვირახსნილი, ტოტალური ანტიდასავლური კამპანიის მიუხედავად, რაც „ქართულმა ოცნებამ“ იკადრა, IRI-ის კვლევის შედეგად ვნახეთ, რომ დასავლური კურსის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება - პროპაგანდამ არ იმუშავა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მანჯგალაძის შეფასებით, IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებში პარტიულ რეიტინგებზე უფრო მნიშვნელოვანი ევროპული კურსის მხარდაჭერაა.

„ყველაზე მთავარი, რითაც IRI-ის გამოკითხვის შედეგები მახარებს არის ის, რომ ევროპული კურსის მხარდამჭერ ადამიათა რაოდენობა 4-5 პუნქტით არის გაზრდილი. ამ რაოდენობის ზრდა არის გარანტია იმისა, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპაში და საქართველო რუსეთი არასდროს გახდება. ანტიდასავლური პროპაგანდისთვის სპეციალური საპარლამენტო ჯგუფი შექმნეს. იმისთვის, რასაც ადრე არასაპარლამენტო, მარგინალური ძალები აკეთებდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ სპეციალური ანტიდასავლური ჯგუფი შექმნა. შედეგი იქნება ის, რომ „ხალხის ძალას“ თანდათან პენსიაზე გაუშვებენ, ხოლო “ქართული ოცნება“ პროდასავლური რიტორიკით საუბარს დაიწყებს - ეს იმიტომ, რომ პროპაგანდამ არ იმუშავა! მათ ხალხის აზრის გაზიარება და პატივისცემა მოუწევთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რაც შეეხება პარტიათა დაბალ რეიტინგს, მანჯგალაძის თქმით, პარტიულ რეიტინგებთან მიმართებით მთავარი პრობლემა ნდობის ნაკლებობაა.

მისი განმარტებით, ოპოზიცია ხალხის საჭიროებებზე ვერ რეაგირებს, დისკუსიიდან ხალხის პრობლემები გამქრალია, რაც უნდობლობას იწვევს.

„ამ მხრივ ყველანი ვცოდავთ. ის მთავარი სატკივარი, რაც ხალხს აწუხებს, პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხი არ არის. წინა პლანზე წამოწეულია საკითხები რაც ჩვენ - პოლიტიკოსებს გვაინტერესებს. ეს არის მთავარი, რაც უნდობლობას იწვევს - ხალხის მეტი პრობლემის მოგვარება მოიტანს რეიტინგს, თუმცა ჯამში, ოპოზიციური პარტიები მეტ რეიტინგს დებს, ვიდრე პარტია “ქართული ოცნება“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი