დღეს გამოქვეყნებული კვლევა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება არც ისეთი ძნელია, როგორც ეს ვინმეს წარმოედგინა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა IRI-ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
გიორგი ბოტკოველის თქმით, პროევროპული პარტიების ერთობლივ ბრძოლას ალტერნატივა არ გააჩნია.
„ნებისმიერი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ყველა პროევროპული ოპოზიციური პარტიის ერთობლივ ბრძოლას ალტერნატივა არ გაჩნია, თუმცა ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ყველა პარტიამ აქტიურად უნდა იმუშაოს საკუთარი პოზიციის გამყარებისთვის და ის, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს კლება 19%-იანი რეიტინგით და „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა დანარჩენ პარტიებს 14%-იანი მატება, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხება არც ისეთი ძნელია, როგორც ეს ვინმეს წარმოედგინა“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.