არჩილ თალაკვაძე - ევროკავშირმა უნდა მიიღოს გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება, გაითვალისწინოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი

ევროკავშირმა უნდა მიიღოს გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება, გაითვალისწინოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ევრორეკომენდაციებს ზედმიწევნით შეასრულებს და ევროკავშირს სრული საფუძველი ექნება, რომ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს.

თალაკვაძის განცხადებით, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით IRI-ის კვლევის შედეგები არის ევროკავშირისთვის გზავნილი, რომ საქართველოს მოსახლეობას კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მაღალი მოლოდინები აქვს.

„საქართველოს თანმიმდევრული მუშაობის შედეგი არის ის, რომ დღეს ქვეყანაში ხელისუფლება და საზოგადოება ასეთ მაღალ ნდობას უცხადებს ევროპულ ღირებულებებს და ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც საზოგადოებასთან ერთად, მათი სურვილით, კონსტიტუციაში ჩავწერეთ საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ და ამ ჩანაწერს, ბუნებრივია, ჩვენი ხელისუფლება რეალურ ცხოვრებაშიც ახორციელებს. ეს აისახება, ბუნებრივია, კვლევაზეც. მეორე მხრივ, ეს შედეგი ევროკავშირისთვის არის გზავნილი, რომ საქართველოს და მის საზოგადოებას, მოქალაქეებს აქვთ ძალიან მაღალი მოლოდინები კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

ჩვენ, ხელისუფლება, ჩვენის მხრივ, ყველა პირობას შევასრულებთ იმისთვის, რომ ევროკავშირს ჰქონდეს სრული საფუძველი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, ხოლო უკვე შემდეგი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების. ევროკავშირმა უნდა მიიღოს გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება, გაითვალისწინოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, გაითვალისწინოს საკუთარი, ანუ მათ მიერვე გამოცემული ანგარიში, სადაც საქართველო „ტრიოში“ ერთ-ერთი საუკეთესოა, ანუ, იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ 1 წლის წინ და ახლა უფრო მეტად იმსახურებს რეფორმების ფონზე და რაც მთავარია, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს და განიხილოს ის რისკები, რომელშიც საქართველო დარჩება, თუ ევროპული საბჭო ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღმა დატოვებს,“ -განაცხადა თალაკვაძემ.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა