არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური პარტია რომ კვლევებით გახდეს გამარჯვებული, ასეთი რამ პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს

პოლიტიკური პარტია რომ კვლევებით გახდეს წარმატებული და მითუმეტეს, გამარჯვებული, ასეთი რამ პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს. პირიქით, პარტია უნდა იყოს ჯერ წარმატებული, რომ კვლევაში შესაბამისად აისახოს მისი რეიტინგი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, რითაც IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, „თუ “ნაციონალურ მოძრაობას” იმ ფონზე, რაც შიგნით ხდება, უხარია, რომ კვლევებში ის სადღაც არსებობს ამ 14%-იანი რეიტინგით, რომელიც მათთვისაც კი ანტი-რეკორდია, ეს მათი საქმეა. რა თქმა უნდა, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ პარტიის დღევანდელ ლიდერებს ეს რეიტინგიც კი უხარიათ.“

მისივე თქმით, საზოგადოებასთან ყოველდღიური კომუნიკაციის მეშვეობით, მათ უფრო აქვთ ობიექტური ინფორმაცია, თუ რა განწყობაა დღეს საზოგადოებაში.

„სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან, საზოგადოებასთან, ვიცით, რა სამუშაო ჩავატარეთ, ასევე რა პრობლემები და გამოწვევებია, რომელზეც ვმუშაობთ და რომელიც მომავალში არის გადასაწყვეტი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უფრო ობიექტური ინფორმაცია, თუ რა განწყობებია დღეს საზოგადოებაში, ვინაიდან, არამხოლოდ ორ-კვირიანი კვლევები, არამედ თვეების განმავლობაში ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ჩვენ საზოგადოებასთან", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები კვლევებით ქმნიან დღის წესრიგს მაშინ, როცა არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვთ.

„ჩვენ ვთვლით, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ძლიერი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ვსაუბრობთ შესრულებულ სამუშაოზე, ასევე პრობლემებზე, რომელიც ჯერ კიდევ რჩება დღის წესრიგში და რასაკვირველია ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის დემოკრატიული არჩევნების შემდეგ მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიები კვლევებით ქმნიან დღის წესრიგს. ალბათ შიგნითაც ერთმანეთში ვაჭრობენ ამ შედეგებით. ეს მათი საქმეა, როცა სხვა დღის წესრიგი და არჩევნებში გამარჯვების იმედი არ გაქვს, მაშინ შეიძლება მხოლოდ კვლევებით ააწყო შენი პარტიული საქმიანობა, მაგრამ ვიმეორებ, კვლევებით გამარჯვებული და წარმატებული პარტია ჯერ არ გვინახავს. პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, IRI-ს მიერ გაწეულ სამუშაოს თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ამ პოლიტიკური კვლევის შედეგები 7-8 ჯერ გადამოწმდა არჩევნებით, სადაც „ქართულ ოცნებას“ უწინასწარმეტყველებდნენ ძალიან დაბალ შედეგებს და ხშირ შემთხვევაში უმრავლესობის დაკარგვასაც. გამოჩნდა, რომ ჩვენს პარტიას აქვს უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს ერთად აღებული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში