ვიოლა ფონ კრამონი - „ქართული ოცნების“ ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანია სრულიად ჩავარდა - ქართველების თითქმის 90% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს

სასიამოვნო სიახლე საქართველოდან! „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტების ევროკავშირის საწინააღმდეგო კამპანია სრულიად ჩავარდა. ქართველების თითქმის 90% ახლა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი IRI-ს კვლევის შედეგებს, რომელიც აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ისტორიული მაქსიმუმი. ხალხმა მშვენივრად იცის, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ არა!“ - წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

ორგანიზაციის ცნობით, მხარდაჭერა წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა