ნიკოლოზ სამხარაძემ დანიაში, ევროკომისიის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ დანიაში, ევროკომისიის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკომისიის წარმომადგენელი დანიაში პერ ჰაუგაარდი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები კოპენჰაგენში, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ნიკოლოზ სამხარაძემ „საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისაკენ: შესაძლებლობები და გამოწვევები“ მოხსენება წარადგინა. კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაჩვენებელზე და იმ პროგრესზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით აქვს.

„დანიაში, საქართველოს შესახებ მოსმენა ევროკომისიის წარმომადგენლის ინიციატივით გაიმართა და ძალიან დიდი ინტერესი დაიმსახურა. ვისაუბრე ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ, დასავლური ინტეგრაციის მიმართ მოსახლეობის ურყევ ნებაზე. ხაზი გავუსვი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, ვისაუბრე შიდაპოლიტიკურ საკითხებზე, ასევე, იმ ძალიან რთულ ვითარებაზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში გვაქვს და რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის ცნობითვე, შეხვედრისას განხილვის თემებს წარმოადგენდა, ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ევროკავშირის გაფართოების საკითხები, ნატო-ში საქართველოს სამომავლო წევრობის პერსპექტივა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი