„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია „ქოლ - ცენტრებთან" დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს.
მისივე თქმით, "ქოლ - ცენტრების" საქმის გამოძიებაში "ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას მიიღებს.
„ცალსახად, „ნაციონალური მოძრაობა" „ქოლ - ცენტრებთან" დაკავშირებით კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს და მეტიც, ამ საქმის გამოძიებაში აქტიურად ჩაებმება, ვისი ინიციატივაც არ უნდა იყოს, ჩვენ მხარს დავუჭერთ",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, ხაბეიშვილის თქმით, "თბილისი ტრანსნაციონალური დანაშაულების მექად ბიძინა ივანიშვილმა გადააქცია".
„თამამად შემიძლია გითხრათ, დედაქალაქი ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად რომ იქცა, ეს ბიძინა ივანიშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, უჩა მამაცაშვილის, ფარცხალაძის, შოთაძის და ამ კრიმინალური ბანდის დამსახურებაა",-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.