ლევან ხაბეიშვილი - ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ გალანძღავს, ის პარტიის სიით ვერსად იქნება წარმოდგენილი - დამთავრდა ეს პერიოდი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ვინც პარტიას გალანძღავს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიით ვერსად იქნება წარმოდგენილი.

ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებას გამოეხმაურა, რომელთა თქმით, ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან ნიკა მელიას მხარდამჭერები ამოიღეს.

„როცა პარტიას ლანძღავ, ცხადია, ასე მოხდება. ყველამ კარგად უნდა გაიგოს და იცოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს მისი სიით საკრებულოში ან პარლამენტში შევიდნენ მომავალში და მერე „ნაციონალური მოძრაობა“ ლანძღონ. მე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენი ამომრჩევლის ნებას. ამიტომ, დაივიწყეთ მეგობრებო, „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა და მერე მისი სიით სადმე შესვლა და წარმომადგენლობა აღარ იქნება ამ პარტიაში. კარგად უნდა იცოდეთ, რომ ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ გალანძღავს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიით ვერსად წარმოდგენილი ვერ იქნება. საზოგადოება ამას კარგად ხედავს. უნახავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გამოუყენებიათ და მერე პარტია ულანძღავთ. მე, ამ პარტიის თავმჯდომარე, ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩვენი სიით ადამიანები შედიოდნენ სხვადასხვა არჩევით ორგანოებში, სადაც მერე „ნაციონალურ მოძრაობას“ გალანძღავენ, არ იქნება, დამთავრდა ეს პერიოდი და არასდროს დაბრუნდება. ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს იმ მანდატს, რომელსაც კონკრეტული პარტიის ამომრჩეველი აძლევს“,-განაცხადა ხაბეიშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ