საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელი კახა ოქრიაშვილი IRI- ს კვლევებს ეხმაურება.
როგორც ოქრიაშვილი აღნიშნავს, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პარადოქსების ქვეყანაა.
„საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პარადოქსების ქვეყანაა. IRI-ს კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 89 %-ს ევროკავშირთან მიერთება სურს, ქვეყანას კი მართავს „რუსული ოცნება“, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ ექაჩება. ეს პარადოქსი დიდხანს ვეღარ გაგრძელდება - „ოცნება“ შეიცვლება”, - აცხადებს ოქრიაშვილი.