გია ვოლსკი ოპოზიციის განცხადებებზე - თვითონ სხედან ნაგავში, ტალახში, სიბინძურეში და ამ სიბინძურიდან, ტალახიდან და ჭაობიდან რასაც ამოსძახებენ, უნდათ, რომ საზოგადოებამ რეალობად მიიღოს

თვითონ სხედან ნაგავში, ტალახში, სიბინძურეში და ამ სიბინძურიდან, ტალახიდან და ჭაობიდან რასაც ამოსძახებენ, უნდათ, რომ საზოგადოებამ რეალობად მიიღოს, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ოპოზიციის განცხადებებს, რომ "ქართული ოცნება" თავად არის კავშირში "ქოლ - ცენტრებთან" და სწორედ ამიტომ არ ქმნის საგამოძიებო კომისიას.

ვოლსკი ამ განცხადებებს „სისულელეს" და "ტყუილს" უწოდებს.

„როგორ შეიძლება ყველა თემაზე საპარლამენტო კომისია შეიქმნას, რათა უპირატესობა მოიპოვოს ამ უნიათო რაღაც პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომ რაღაცით გამოჩნდნენ. ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ არანაირი მიმართულებით: არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც ჰუმანიტარული, ყველა რესურსი ამოწურეს. არც მეგულება და დასაშვებიც არ არის, რომ "ქართულ ოცნებას," გინდა ცალკეულ პირებს, მინისტრების გვარებს რომ ახსენებენ ხოლმე, მათგან ვინმეს რაიმე კავშირი ჰქონდეს ასეთ უმსგავსო საქციელთან. რაშია იცით საქმე - თვითონ სხედან ნაგავში, ტალახში, სიბინძურეში და ამ სიბინძურიდან, ტალახიდან და ჭაობიდან ამოსძახებენ ხოლმე რაღაცას, უნდათ, რომ საზოგადოებამ ეს რეალობად მიიღოს. თითქოს ეს არის ბოლო ინსტანცია - საპარლამენტო კომისია ამ უნიათო ხალხით ჩამოყალიბებული, რომელსაც შეუძლია რაიმე ჭეშმარიტება დაადგინოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება