ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლარს ლოკე რასმუსენს შეხვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და დანიას შორის არსებული ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება; უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა რეგიონის უსაფრთხოებაზე; საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარება და რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეები განიხილეს. აგრეთვე, ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის რეგიონში.

ნიკოლოზ სამხარაძემ ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან და განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. საგარეო საქმეთა მინისტრი დაინტერესდა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხით და ხაზი გაუსვა, რომ დანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას",- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მომდევნო თვეს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა