მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს მოლოდინია, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას და მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

არსებითად მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ წრეებში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მომწიფდეს აზრი ჩვენი ქვეყნის მოლოდინის შესახებ, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას და მიანიჭებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პრაღაში ვიზიტი შეაჯამა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების სპიკერების ყოველწლიურ კონფერენციაში (EUSC) მონაწილეობა და კონფერენციის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრები, მნიშნელოვანი შესაძლებლობა იყო განხილულიყო რეგიონალური უსაფრთხოების, საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და მოლოდინები.

„პრაღაში ვიზიტი იყო საკმაოდ დატვირთული. პირველ რიგში ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან, ასევე კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან. გვქონდა საკმაოდ გულახდილი საუბარი იმ თემებზე რაც უკავშირდება ევროკავშირის გაფართოების თემას, საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ასევე ზოგადად გამოცდილებას რაც კანდიდატ ქვეყნებს აქვთ იმ პროცესში რაც უკავშირდება მათ ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც შეიძლება საქართველომ გაიზიაროს.

თავად კონფერენციაც მნიშვნელოვანი გახლდათ, გამომდინარე იქიდან რომ შეეხებოდა უსაფრთხოების გამოწვევებს ჩვენს რეგიონში, მართალია მთავარი აქცენტი აქ კეთდება უკრაინაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები მთლიან ჭრილში არის დანახული და ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაგვეკეთებინა აქცენტი გამოსვლებისას. მათ შორის, დემოკრატიასთან დაკავშირებულ თემებზე, რაც ასევე ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდწილად უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს",-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

2023 წლის, EUSC-ს ყოველწლიურ კონფერენციას, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან ერთად ესწრებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი