გიგა ბოკერია - ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებაში საჭიროა მუშაობა დედაქალაქებში - ზოგადი სადღეგრძელოს თქმა არ ჰყოფნის

ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებაში პირველ რიგში საჭიროა დედაქალაქებში მუშაობა, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის, იან სტოლტენბერგის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ივანიშვილის რეჟიმი წლებია უკვე არ ეწევა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ლობირების რეალურ კამპანიას.

„ამას გენერალურ მდივანთან უბრალოდ შეხვედრა და რაღაც ზოგადი სადღეგრძელოს თქმა არ ჰყოფნის. ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებაში პირველი რიგში საჭიროა მუშაობა დედაქალაქებში - პირველ რიგში ვაშინგტონში, შემდეგ დიდ დედაქალაქებში ევროპაში. რა თქმა უნდა, ჩვენს ტრადიციულ მოკავშირეებში აღმოსავლეთ ევროპაში, ვინც მხარს გვიჭერს. სტრატეგიის დაგეგმვაა საჭირო, ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც რუსეთის მარცხის შემდეგ ნატო გაფართოვდება, შანსი არის ძალიან მაღალი, ოღონდ ამას ივანიშვილის რეჟიმი არ აკეთებს და საუბრობს ზოგადად თანამშრომლობაზე, რომ ზოგადად „ეს პრიორიტეტი გვაქვს“, მაგრამ რეალურად არ მუშაობს. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ამაშია ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. ახლა დაპირისპირება ვაშინგტონთან, აშშ-სთან, ევროპასთან, ევროკავშირთან, ყველა ამ ქვეყანასთან არის ჩვენი შანსების პირდაპირი შემცირება, რომ გავაღწიოთ ამ ჭაობიდან და ვიყოთ დაცულები რუსული აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც მუდმივად საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის. საპირისპიროს აკეთებს ეს რეჟიმი, ვითომ მშვიდობის დაცვის დროშის ქვეშ, სინამდვილეში პირიქით, სწორედაც ჩვენს მშვიდობასა და უსაფრთხოებას აზიანებს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა