თამარ კორძაია - პაპუაშვილი, კობახიძე და მდინარაძე უნდა გახდნენ დასანქცირების პრეტენდენტი, ისინი ფაქტობრივად ადასტურებენ, რომ „კლანი“ ერთიანია და სასამართლო „კლანი“ ცალკე არ არსებობს

შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე უნდა გახდნენ დასანქცირების პრეტენდენტი, რადგან საბოლო ჯამში, ისინი პარალიზებას უკეთებენ საპარლამენტო საქმიანობას და ფაქტობრივად ადასტურებენ, რომ „კლანი“ არის ერთიანი და არავითარი სასამართლო „კლანი“ ცალკე არ არსებობს. ისინი არიან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია ორი საკითხის გამო - პირველი, „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომებზე პოლიტიკური ფასი გადაიხადოს და მეორე, სახელმწიფომ სახე შეინარჩუნოს.

„რატომ არის კომისია მნიშვნელოვანი - „ქართული ოცნება“ უშვებს პოლიტიკურ შეცდომებს და ის ამაში აუცილებლად გადაიხდის პოლიტიკურ ფასს. მეორე - კომისიას თავისი არსებითი დატვირთვა აქვს, რადგან ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სახელმწიფოს სახე. ამ შემთხვევაში, ოპოზიცია უნარჩუნებს პარლამენტიდან სახეს ამ ქვეყანას“, - განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დისკუსიამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ გამჭვირვალობა და სამართლებრივ-პოლიტიკურად საკითხების შესწავლა აბსოლუტურად მიუღებელია.

კორძაიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ თვითლუსტრაციის პროცესი დაწყებული აქვს.

„მათთვის გამჭვირვალობა არის ყველაზე დიდი საფრთხე, იქიდან გამომდინარე, რომ გამჭვირვალე პროცესის პირობებში, ნამდვილად ბევრი საინტერესო ამბავი უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ იმდენად უნდა დაიცვან სასამართლო სისტემაში მათი გავლენიანი პირები, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო საქმიანობას. მე არ მახსოვს არცერთი პრეცედენტი, სადაც უმრავლესობა რეგისტრაციას არ გადის, ამიტომ „ქართულ ოცნებას“ თვითლუსტრაციის პროცესი დაწყებული აქვს. ეს არ არის მხოლოდ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დაშორდა ხალს და ძალაუფლებისთვის იბრძვის და ა.შ. ეს გაცილებით უფრო დიდი პროცესია იმიტომ, რომ ნათლად ადასტურებს უკვე არა მხოლოდ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის არსებობას, არამედ იმას, რომ საერთოდ ქვეყნის ხელისუფლება არის „კლანი“, - განაცხადა კორძაიამ.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, საქართველოს დასავლური მხარდაჭერა ჰქონდა, აქვს და 2024 წლის მერეც ექნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ.

კორძაიამ გადაცემაში ასევე აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაავადების ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას ახდენს.

„ხელისუფლება დაავადების ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას ახდენს. გადასარევია ის, რომ სიმსივნით დაავადებულ სამას ბავშვს ყოველწლიურად, საზღვარგარეთ უმკურნალებენ, მაგრამ აქ 12 ბავშვზეა საუბარი და 12 ბავშვი არ არის ჯანმრთელობის უფლების მქონე?!“- განაცხადა კორძაიამ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში