ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობისა და პრესის თავისუფლების მიმართულებით რეფორმების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ამის შესახებ განცხადება შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ევროპულ გზაზე წინსვლისთვის, ახლა როგორც არასდროს საკვანძო პრიორიტეტების განხორციელება აუცილებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას ხაზი გავუსვი რეფორმების გაღრმავების აუცილებლობას სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობისა და პრესის თავისუფლების მიმართულებით“,- განაცხადა შარლ მიშელმა.