პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ერთმნიშვნელოვნად წარმატებული იყო და არ მგონია, ვინმეს თავის სამართლებლად ჰქონდეს საქმე, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ვიზიტის წარმატებულობას ადასტურებს ის განცხადებებიც, რაც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გააკეთა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა, სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს საკითხები პროტოკოლის ფარგლებში წყდება, თუმცა, ყურადღების სხვა საკითხებზე გადაიტანა წარმატებული ვიზიტის დაჩრდილვას ემსახურება.
„ოპოზიცია რასაც ამბობს, ეს არის მცდელობა, რომ ის დიდი წარმატება, რაც ქვეყანას აქვს, გადაიფაროს ისეთი მკვახე განცხადებებით, როგორიც კეთდება ჩაშლილ ბრიფინგთან დაკავშირებით. ეს არასერიოზულად გამოიყურება“, - განაცხადა სარჯველაძემ.