გიგა ბოკერია IRI-ის კვლევაზე - ნდობის თვალსაზრისით კოლაფსი, რაც ბოიკოტის და მისი ჩავარდნის, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის ბევრი მცდარი ნაბიჯის შემდეგ მოხდა, გავრცელებულია ყველაზე, ამის ამოქაჩა მარტივი არაა, მაგრამ აუცილებელია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია აქვს იმაზე, რასაც არსებული რეჟიმის ხელში ხედავს, ოპოზიციის ნდობის თვალსაზრისით კი კოლაფსი, რაც „საპარლამენტო ოპოზიციის ბევრი მცდარი ნაბიჯის შემდეგ მოხდა“, ყველაზე გავრცელდა.

როგორც ბოკერიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ჯამურად, ოპოზიციის რეიტინგი მმართველი პარტიის რეიტინგზე მაღალია, ეს „ავტორიტარული რეჟიმის დასამარცხებლად საკმარისი არაა“.

„გავრილოვის ღამის“ შემდეგ მმართველ რეჟიმს ამ ტიპის პრობლემა არ ჰქონია. თუ მათ რეიტინგს ვნახავთ, ეს არის ყველაზე უფრო დაბალი, ბოლო 5 წლის განმავლობაში, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია აქვს იმაზე, რასაც ამ რეჟიმის ხელში ხედავს. ამ რეჟიმის შეცვლის მსურველთა პრობლემა კი არის ის, რომ მეორე მხარეს, სადაც ბევრი სხვადასხვა ჯგუფია, არსებული ალტერნატივის პოლიტიკური მხარდაჭერა უფრო დაბალია, ვიდრე ეს 2019 წელს იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯამურად მმართველი პარტიის რეიტინგზე მაღალია, ავტორიტარული რეჟიმის დასამარცხებლად საკმარისი არაა. გამოკითხულთა 40%, რომელიც ან უარს ამბობს პასუხზე ან არ გადაუწყვეტია, ესაა საზოგადოება, რომლის დარწმუნებაც სჭირდებათ პოლიტიკურ ძალებს იმაში, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და არჩევანი გააკეთონ იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც მათ ფასეულობებთან ახლოსაა. ეს არის ცვლილებისთვის აუცილებელი პირობა და აუცილებელია, რომ ამას მოჰყვეს ნაბიჯები ქვეყანაში, რომელიც მნიშვნელოვანია იმ ჭაობიდან ამოსასვლელად, სადაც ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმმა შეიყვანა. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, რომელიც მსხვილი ოპოზიციური პარტიაა (ბრენდია, სამწუხაროდ შინაარსის არ მქონე, თუმცა ბრენდი), სხვა ალტერნატივები ძლიერი არაა - ყველა სხვა პარტია 1%-დან 3%-მდე ფარგლებშია. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნდობის თვალსაზრისით კოლაფსი, რაც ბოიკოტის და მისი ჩავარდნის, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის ბევრი მცდარი ნაბიჯის შემდეგ მოხდა, გავრცელებულია ყველაზე. ამის ამოქაჩა მარტივი არაა, მაგრამ აუცილებელია“,- განაცხადა ბოკერიამ.

გარდა ამისა, ბოკერიამ შეაფასა მმართველი პარტიის ლიდერების მიმდინარე სამუშაო ვიზიტები „და განაცხადა, რომ ახლა პარტნიორებისადმი „ქართული ოცნების“ გზავნილი ის უნდა იყოს, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს ეკუთვნის, დასავლეთს კი ეს პრაგმატული ინტერესებისთვის სჭირდება.

„ახლა ვაშინგტონში, ბერლინში, პარიზში, ლონდონში და ყველგან უაქტიურესი ლობირება უნდა მიდიოდეს, კარგი გაგებით ზეწოლის ჩვენს პარტნიორებზე, რომ საქართველოს მორალურად ეკუთვნის [კანდიდატის სტატუსი], დასავლეთს კი პრაგმატული ინტერესებისთვის - თქვენ გჭირდებათ (როგორც უკრაინა აკეთებს), რომ ჩვენ ამ უსაფრთხოების ნაწილი ვიყოთ. „ქართულ ოცნებას“ ეს გზავნილი არ აქვს. მათ მომხრე პროდასავლურ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ყველა მანევრი, რაც არჩევნებამდე იქნება, თქვენთვის ხავსის მოსაწოდებლად იქნება, რომ „არა, ჩვენ ანტიევროპულები არ ვართ“, რეალურად კი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თქვენ არ დაგკარგონ. საქმე სადაცაა გასაკეთებელი, ნატო-ში გასაწევრიანებლად და რეალური პარტნიორობისთვის, იქ საპირისპირო გზაზე დგანან. მეორე ხელით გატყუებენ, თითქოს დასავლეთი მტერია და აქ სისხლისღვრა უნდა. ადამიანებმა შეიძლება თქვან - „იქნებ სიმართლის ელემენტია, რომ ასე სისხლისღვრას გადავრჩებით, თუ მაინც ევროპისკენ მივდივართ და კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, ვიყოთ ასე“. არ მოტყუვდეთ, იანუკოვიჩი ასე ატყუებდა ხალხს. ვითარება არაა იდენტური, მაგრამ კანდიდატობა, თუ ამას წევრობისთვის არ იყენებენ, ცალკე აღებული არაფერი არაა. კანდიდატობა ინსტრუმენტია. კი, შეიძლება ამ სტატუსით ინვესტიციები მოიზიდო, მაგრამ თუ მოქმედებ. თუ არ მოქმედებს და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს, კონგრესს და ევროპარლამენტს მტრად აცხადებ, შენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით ვერანაირ ბენეფიტს ვერ მოიპოვებ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის (Center for Insights in Survey Research) კვლევის თანახმად, უახლოეს შაბათს რომ არჩევნები რომ იყოს, გამოკითხულთა 19% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% - „ნაციონალურ მოძრაობას“.

3%-მა გიორგი გახარიას „საქართველოსთვის დაასახელა“, 3%-მა კი - ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“. ამასთან, გამოკითხულთა 2%-2%-მა დაასახელა: „ლეიბორისტული პარტია“, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ანა დოლიძის „ ხალხისთვის“, „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“. გამოკითხულთა 1%-მა განაცხადა, რომ ხმას „კონსერვატიულ მოძრაობა - ალფ ინფოს“ მისცემდა, 1% - ელენე ხოშტარიას “დროას“, 1% - გიგა ბოკერიას „ევროპულ საქართველოს“, 1% - „პატრიოტთა ალიანსს“, 1%-„ხალხის ძალას“, 1%- სხვა პარტიას, გამოკითხულთა 5% განაცხადა, რომ ხმას არავის არ მისცემს, 20 %-მა განაცხადა, რომ არ იცის ვის მისცემდა ხმას.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ