პაატა მანჯგალაძე - ევრორეკომენდაციების 12 პუნქტიდან მხოლოდ ორი მეტ-ნაკლებად შესრულებულია, დანარჩენი ათი კი ერთი წელია საწყის ეტაპზეა

მნიშვნელოვანია, თუ რით ჩავიდა ევროპაში ირაკლი ღარიბაშვილი - ევრორეკომენდაციების 12 პუნქტიდან მხოლოდ ორი მეტ-ნაკლებად შესრულებულია, დანარჩენი ათი კი ერთი წელია საწყის ეტაპზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ევროპის ქალაქებში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ელიან, მაგრამ ამას წინ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ეღობება.

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევროპა, ნატო მხარს უჭერს არა რომელიმე ხელისუფლებას ან პარტიას, არამედ პირველ რიგში, საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, რომელთაც სურთ საქართველო ევროპის და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი გახდეს. ეს ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოებისა და მიმავლისთვის ხდება. კანდიდატის სტატუსის მინიჭება მხოლოდ ტექნიკურად არ ხდება. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ევროპა საქართველოსგან ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის შანსის მიცემას ელოდება. ამას „ქართული ოცნება“ ეღობება. უფრო მეტიც - შექმნეს დავალებათა დივერსიული ჯგუფი, რომელსაც ევროპის მხილება და ევროპისგან ომის საფრთხეზე ხალხის გაფრთხილება უნდა დაეწყო. ამ პროპაგანდამ არ იმუშავა - ქვეყნის მოსახლეობის 90% ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. ღარიბაშვილი ევროპაში ჩავიდა არა როგორც საქართველოს, არამედ როგორც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი - ის იქ ქართველი ხალხის ნებას არ ახმოვანებს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი