დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნება“ უმძიმეს დღეშია, მათ თვითდაზიანების ახალი პორცია შეიშხაპუნეს - ამ ვითარებაში კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია

ოპოზიციური ჯგუფები მუშაობას ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგით განვაგრძობთ - ძალიან მყარად ვართ მოტივირებული, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, სადაც მომავალი კვირის პლენარული სხდომების ფარგლებში მუშაობაზე შეთანხმდნენ.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მხარესაა უპირატესობა როგორც კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის თვალსაზრისით, ასევე საღი აზრითაც.

„აღმოჩნდა, რომ სასამართლო და პოლიტიკური ხელისუფლება ერთი დიდი კლანია. ამიტომ ყველაფრის ფასად გადაეფარნენ მას. ოღონდ კი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ კითხვები არ დასვას, ამბობენ, რომ თუ საჭიროა არანაირ კანონებს არა მივიღებთ და პარლამენტი საერთოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას. „ქართული ოცნება“ უმძიმეს დღეშია. მათ თვითდაზიანების ახალი პორცია შეიშხაპუნეს - ამ ვითარებაში კუთხეში მიმწყვდეული ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ოპოზიციამ საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა, მათ შორის დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხი და ამ მხრივ სესიაზე მობილიზების თემა განიხილა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში